logo_geo
გიორგი ვოლსკი: ავანტიურისტი სააკაშვილის ქმედებები, რუსეთს აწყობს!
- +

7 დეკემბერი. 2017. 01:59


 

„უკრაინაში ურთულესი მდგომარეობაა, მაგრამ, რეალურად ეს მდგომარეობაც, ისევე, როგორც ამ მდგომარეობებით მოსარგებლე ავანტიურისტი სააკაშვილის ქმედებები, რუსეთს აწყობს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„გავიხსენოთ, რა ხდებოდა ბელორუსში, როგორ აწყობდნენ რევოლუციას უკრაინაში, შემდეგ რუსეთში, შემდეგ როგორ ჩაიწერეს რუსეთის სპეცსამსახურებმა ეს და ვინ გამოჩნდა დაზარალებული ამ პროცესებით. უკრაინაში ურთულესი მდგომარეობაა, მაგრამ, რეალურად ეს მდგომარეობაც, ისევე, როგორც ამ მდგომარეობებით მოსარგებლე ავანტიურისტი სააკაშვილის ქმედებები, რუსეთს აწყობს. ამას არც მალავს. გამოვიდა ლავროვი და თქვა, ძალიან ღიად დააფიქსირა, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო პოლიტიკა უპირისპირდება რუსეთის ინტერესებს და დაემთხვა ეს აქტივობები, რაც იქ ხდება. გარდა ამისა, არის მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ ხნის განმავლობაში, რუსული მედიასაშუალებებიდან არ მოხსნილა სააკაშვილის განდიდების სიუჟეტები, ასე რომ, დასკვნას მე არ ვაკეთებ, მე ვყვები, რა ხდება და ფაქტია, რომ მათი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს", - განაცხადა  ვოლსკიმ.











 

big_banner
არქივი