logo_geo
„თუ დასუფთავების მანქანებმა უნდა იმოძრაონ ღამის საათებში, მოსახლეობამაც ნაგავი უნდა გაიტანოს საღამოს საათებში“
- +

13 დეკემბერი. 2017. 15:51



თბილისის მერი კახა კალაძე დასუფთავების მანქანების ღამის საათებში მუშაობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასუფთავების მანქანების ღამის საათებში გადაადგილება საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს.


„საცობებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა - განსაკუთრებით, როცა დღის განმავლობაში გადაადგილდება ნაგვის მანქანები გარკვეულწილად, ქმნიან დაბრკოლებას და იქმნება საცობები. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ საპილოტე პროგრამა, ავირჩიოთ კონკრეტული რაიონი, კონკრეტული ქუჩები, ცენტრალურ ქუჩებს ვგულისხმობ და ვნახოთ შედეგი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომაც, რადგან თუ ვსაუბრობთ, რომ ნაგვის გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, 22:00-დან 24:00 საათამდე, შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან ნაგვის გატანა უნდა მოხდეს საღამოს საათებში", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

big_banner
არქივი