logo_geo
კახა კალაძე: 2018 წლიდან ბევრი პროექტის დაწყებას ვაპირებთ!
- +

14 დეკემბერი. 2017. 02:22


 

„მგონია, რომ დედაქალაქის საკრებულო ჩვენ მიერ წარდგენილ პროექტს მიიღებს, რადგან მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენ წინა საარჩევნოდ განვაცხადეთ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულო თბილისის მერის მიერ 2018 წლის კორექტირებულ პროექტს მხარს დაუჭერს.


„მოსახლეობის უმრავლესობამ „ქართული ოცნებისა" და ჩემ მიერ წარდგენილ საარჩევნო პროგრამას მხარი დაუჭირა. ჩვენ ვალდებული ვართ აუცილებლად განვახორციელოთ ეს პროექტები და შესაბამისად 2018 წლის ბიუჯეტში ასახულია ეს პროექტები, რომელიც უნდა განვახორციელოთ.

 

2018 წლიდან ბევრი პროექტის დაწყებას ვაპირებთ. უკვე დავიწყეთ ორბელიანის მოედნის განახლება. უახლოეს მომავალში დავიწყებთ მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას, საგზაო ინფრასტუქტურის მოწყობას. ასე რომ ძალიან ბევრი პროექტი იქნება. 2018 წელი იქნება განსაკუთრებული", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

big_banner
არქივი