logo_geo
მამუკა მდინარაძე: გიორგი ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ ინიშნება
- +

16 დეკემბერი. 2017. 01:20


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს პირველი არხის ინფორმაციას, რომ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი საქმიანობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გააგრძელებს.


მდინარაძის თქმით, მმართველ გუნდში ლილუაშვილის შემცვლელზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა.


„დაგიდასტურებთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადადის, რომელიც ძალიან კარგი კადრია და ის დაკისრებულ ვალდებულებას თავს ძალიან კარგად გაართმევს.

 

რაც შეეხება მის შემცვლელს, ამაზე მმართველი გუნდის შიგნით მსჯელობა ჯერჯერობით არ ყოფილა", - განაცხადა მდინარაძემ.


დეპუტატის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატია, აღნიშნულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება.


 

big_banner
არქივი