logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: სკოლებიდან „ნაცმოძრაობის“ ამოღებული გოგებაშვილის „დედა ენა“ ჯეჯელავამ დააბრუნა!
- +

20 დეკემბერი. 2017. 21:34


 

„არც მე მომწონდა ის რეფორმები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გატარდა განათლების სისტემაში, ძალიან ბევრი რამ იყო შესაცვლელი და შევცვალეთ ბევრი რამ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომაზე სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ განაცხადა.


მან განათლების ყოფილ მინისტრზე ალექსანდრე ჯეჯელავაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის 4 პუნქტიანი პროგრამის ფარგლებში, განათლების სისტემის რეფორმირების მიმართულებით პირველი ნაბიჯები ჯეჯელავას მინისტრობის დროს გადაიდგა.

 

„ალექსანდრე ჯეჯელავას ვერანაირდ ვერ დავაბრალებ იმას, რომ მან სისტემა დააქცია. პირიქით, ფუნდამენტურად თუ  შევხედავთ მის მიერ გაკეთებულ საქმეს... ეროვნულ კომპონენტს რაც შეეხება, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა", „ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოიტანა სკოლებიდან, ალექსანდრე ჯეჯელავას დროს დაბრუნდა. სკოლების 4 პუნქტიანი პროგრამის ფარგლებში, პირველი ნაბიჯები, განათლების სისტემის რეფორმირების მიმართულებით, გადაიდგა ჯეჯელავას პერიოდში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.







 


 

big_banner
არქივი