logo_geo
გიორგი გაჩეჩილაძე: ბატონო გიორგი, შვება ვიგრძენი თქვენი გამოსვლის შემდეგ, როდესაც...
- +

21 დეკემბერი. 2017. 16:52


„ბატონო გიორგი, შვება ვიგრძენი თქვენი გამოსვლის შემდეგ, როდესაც თქვენ გარემოს დაცვაზე ისაუბრეთ. გარემოს დაცვის სფერო იქნება პრიორიტეტული და დაფინანსებაც იქნება გაზრდილი", - განაცხადა მწვანეთა პარტიის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გზავნილები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით პოზიტიურად შეაფასა.

 

„თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთად უნდა გამოვუცხადოთ ტყის განადგურებას ომი და აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში. ვფიქრობ, რომ ახალ კოდექსში ეს პრინციპი აისახება", - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.



 

big_banner
არქივი