logo_geo
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
- +

22 დეკემბერი. 2017. 02:04



საქართველოს პარლამენტმა 103 ხმით 17 წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.


საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე შემცირდა.


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა; გარემოს დაცვის სამინისტროს - სოფლის მეურნეობის სამინისტრო; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი დაემატა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.


შესაბამისად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ასეთია:


პრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი;

 

საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე;

 

შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;

 

ეკონომიკის მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი;


ფინანსთა მინისტრი - მამუკა ბახტაძე;

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

 

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე;


განათლების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;


იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;


თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე;


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - კახი კახიშვილი;


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი;


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი.


მთავრობის შემადგენლობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურა პარლამენტში გუშინ დაიწყო.


 

big_banner
არქივი