logo_geo
თბილისის მერი კათოლიკეებს შობის დღესასწაულს ულოცავს
- +

24 დეკემბერი. 2017. 22:45



თბილისის მერი, კახა კალაძე კათოლიკეებს შობის დღესასწაულს ულოცავს.


„მე მინდა მივულოცო შობის დღესასწაული. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ჯერ ერთი, იტალიაში ვცხოვრობდი წლების განმავლობაში და მინდა ჩემს მეგობრებს და ზოგადად, კათოლიკეებს მივულოცო დამდეგი შობა. პირველ რიგში, მინდა ვუსურვო სიმშვიდე და ყოველივე საუკეთესო", - განაცხადა კახა კალაძემ.


25 დეკემბერს კათოლიკეები, პროტესტანტები, ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, ელადის ეკლესიები, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, მაცხოვრის შობას დღესასწაულობენ.











 

big_banner
არქივი