logo_geo
სოფო კილაძე: პანკისის ხეობაში აღიკვეთა უდიდესი დანაშაული...
- +

27 დეკემბერი. 2017. 17:28


 

„პანკისის ხეობაში აღიკვეთა უდიდესი დანაშაული არამხოლოდ საქართველოში, არამედ, საქართველოს ფარგლებს გარეთ", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა.


მისივე თქმით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხზე მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა უყურადღებოდ რჩება ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა თავიდან აგვაცილეს მოსალოდნელი საფრთხე.

 

„პანკისის ხეობაში აღიკვეთა უდიდესი დანაშაული არამხოლოდ საქართველოში, არამედ, საქართველოს ფარგლებს გარეთ და რატომღაც ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებს. რაც ძალიან სამწუხაროა, ანუ, ხდება რაღაც ნეგატიურ კონტექსტში ფაქტის გაშუქება, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოჩინება და ამ ფონზე ყურადღების მიღმა რჩება, ის ძალიან დიდი საქმე, რასაც აკეთებენ ეს ადამიანები და აკეთებენ არამარტო ამ სპეცოპერაციასთან მიმართებით, არამედ, ყოველდღიურად. მე, როგორც ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ღრმად დარწმუნებული ვარ, იმაში, რომ ადამიანების დაცვაზე საუბარი ზედმეტია, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ანარქია. ეს ანარქია არის სწორედ ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან, კრიმინალური დაჯგუფებების თარეშის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფებების თარეშის შედეგად, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე თურქეთისთვის, ასეთი უდიდესი საფრთხე თავიდან იქნა აცილებული", - განაცხადა სოფო კილაძემ.


 

big_banner
არქივი