logo_geo
„დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის“ - გიორგი კვირიკაშვილის ემოციური მილოცვა ადმინისტრაციის თანამშრომლებს
- +

28 დეკემბერი. 2017. 03:19


 

„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ძალიან ბევრ სიხარულს! გისურვებთ, რომ 2018 წელი იყოს თქვენი ნატვრების, ოცნებების, ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულების წელი", - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.


„ძალიან დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის, თავდადებისთვის. მაპატიეთ, თუ ყოველთვის არ მაქვს ხოლმე შესაძლებლობა, ყველა თქვენგანს ინდივიდუალურად გადავუხადო მადლობა. ყველას, სათითაოდ, დიდ მადლობას გეუბნებით თქვენს მიერ გათენებული ღამეებისთვის, შრომისთვის, თავდადებისთვის. ჩვენ, ყველანი ერთად, ნამდვილად ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ.

 

2018 წლისთვის გვაქვს მაგარი გეგმები და დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანის, ჩვენი ერთობლივი დიდი ძალისხმევით და ასეთივე თავდადებული შრომით მივაღწევთ მაგარ შედეგებს 2018-შიც.

 

ყველა თქვენგანის ოჯახებს, თქვენთვის ძალიან საყვარელ ყველა ადამიანს ვულოცავ ახალ წელს და გისურვებთ ყველაზე, ყველაზე დიდ სიხარულებს 2018 წელს!

 

დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, თქვენი აი, ამ დიდი სიყვარულისთვისაც და პიროვნული სითბოსთვის, რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობ!" - განაცხადა კვირიკაშვილმა. 


 














































big_banner
არქივი