logo_geo
გოგა ხაინდრავა: ტერორიზმი არის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი
- +

12 იანვარი. 2018. 15:39

„ყველა უნდა მიხვდეს თუ რამხელა საფრთხეა ტერორიზმი და ამ საფრთხემ, შესაძლოა, საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა. 

 

„ეს არის ძალიან რთული თემა, ეს ქვეყნის უსაფრთხოებას და თითოეული ჩვენთაგანის ოჯახებს და შვილებს. ერთი ცალსახად შემიძლია ვთქვა, ეს ბაკქანალია, რაც პრესიდან, ე.წ არასამთავრობო სექტორიდან და დროში ჩარჩენილი პოლიტიკოსებიდან მოდის.  ეს არის სრული სიგიჟე. და უგუნურება. ყველას ვისაც საქმე არ აქვს და არ აქვს საკმარისი განათლება, ყველა ამ თემაშია ჩართული და არ ფიქრობენ რა შეიძლება მოუტანოს ამან ჩვენს ქვეყანას და ცალკეულ ადამიანებს. მე ვფიქრობ დიდი დაკვირვება მართებს ქართულ საზოგადოებას. ეს თემა არის XXI-ის ჭირი. ყველა უნდა მივხვდეთ, რომ ლაპარაკი მიდის უდიდეს საფრთხეზე, რომელმაც შესაძლოა საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


26 დეკემბერს სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო გიორგობიანის განცხადებით, უწყებამ ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა.


დაკავებულთაგან სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და 10 დეკემბერს გარდაიცვალა.








 

big_banner
არქივი