logo_geo
სოზარ სუბარი: საქართველოს შეფასებისას Freedom House-ი ცდება
- +

16 იანვარი. 2018. 16:28



დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი Freedom House-ის ანგარიშს ეხმიანება, რომელშიც წერია, რომ საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. მინისტრის თქმით, ორგანიზაცია ცდება თუ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებების გამო მოახვედრა.

 

„როდესაც ნაკლებად თავისუფალ ქვეყნად დასახელების საფუძვლად აღებული არის მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში Freedom House ცდება. საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს საკონსტიტუციო მოწყობა არის გაცილებით წინ, ვიდრე ოდესმე ყოფილა.  ნებისმიერ პარტიას აქვს მოგების შანსი, ვისაც აქვს მხარდაჭერა და ვისაც არ ექნება მხარდაჭერა 0,1%-იანი პარტიების რიგში დარჩება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.











 

big_banner
არქივი