logo_geo
ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: უსუსურები ხართ!
- +

16 იანვარი. 2018. 19:48



თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ზარქუამ  ოპოზიციონერ კოლეგებს უსუსურები უწოდა და მათ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს აღებული ხელფასების, დანამატებისა და პრემიებისა ოდენობა შეახსენა.

 

„იმდენად უსუსურები ხართ, რომ შოუს დესანტად პარლამენტიდან ირაკლი აბესაძე მოიწვიეთ. სწორედ ის აბესაძე, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში, 11 ათასი ლარზე მეტი ხელფასი, 37 ათას ლარზე მეტი დანამატი და   27 ათასი ლარი პრემია აქვს აღებული", -  განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


ირაკლი ზარქუამ  თანამდებობაზე ყოფნის დროს აღებული პრემია-დანამატების ოდენობა ლევან ხაბეიშვილსაც  შეახსენა და აღნიშნა, რომ სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას  ხაბეიშვილს, მხოლოდ 8 თვის განმავლობაში, 35 ათას ლარზე მეტი  თანხა აქვს აღებული. დღეს კი ამავე თანამდებობაზე მყოფ ადამიანს გაცილებით ნაკლები ხელფასი აქვს.


როგორც  ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" დროს,  2013 წელს, მერიის ადმინისტრაციისთვის გასაცემ  პრემიებზე 14 მილიონ ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული, 2018 წელს კი ამავე დანიშნულებით, მხოლოდ მილიონნახევარი არის განსაზღვრული.


„გიგი უგულავა, წლის განმავლობაში, ხელფასისა  და პრემიის სახით  95400 ლარს იღებდა, ხოლო კახა კალაძეს  მხოლოდ ხელფასი ერიცხება, რომელსაც ქველმოქმედებაში ხარჯავს.  შესაბამისად, მოქმედი და ყოფილი მერების სახელფასო ანაზღაურების სხვაობა  57000 ლარს შეადგენს.

 

სევდია უგრეხელიძე,  მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, წლის განმავლობაში,  პრემიის, ხელფასისა და დანამატის სახით  89000 ლარს იღებდა, ხოლო მოქმედი ამჟამინდელი  ვიცე-მერი   75000 ლარს აიღებს, რაც 14 000 ლარით ნაკლებია.

 

შოთა ხიზანიშვილს, როგორც გიგი უგულავას მოადგილეს, ხელფასის სახით, მთელი წლის განმავლობაში, 101 000 ლარი დაერიცხა, რაც ამჟამინდელი მერის მოადგილის ანაზღაურებაზე  27 000-ით მეტია", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


როგორც ირაკლი ზარქუამ განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად,  პრემია, რომელიც მხოლოდ დამსახურების მიხედვით გაიცემა, რიგითი თანამშრომლებისთვის იქნება გათვალისწინებული.


„მერიის სტრუქტურის დამტკიცებული ცვლილებები ეს არის ჩვენი დაპირებების რეალიზაციის დაწყება. ჩვენ ვიწყებთ არაერთი  იმ  პროგრამის განხორციელებას, რომელიც თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად გადააქცევს", -  განაცხადა ირაკლი ზარქუამ.










 

big_banner
არქივი