logo_geo
ოთარ დანელია: „ბასიანის“ ინციდენტზე საზოგადოების პროტესტი უსაფუძვლო არაა!
- +

20 იანვარი. 2018. 21:54



პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ კლუბ „ბასიანში" მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი პროტესტი სახეზეა და ეს პროტესი უსაფუძვლო არ არის. ჟურნალისტებთან საუბარში დანელია ერთი მხრივ, კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და მეორე მხრივ, ყურადღება „ბასიანში" მომხდარ ინციდენტზე გაამახვილა.


„აღსანიშნავია გიორგი გახარიას აქტიური, გახსნილი და პრინციპული პოლიტიკა. მინისტრი პოლიციელის მუნდირს იცავს და ეს მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო პერიოდის პროცესები არ არის ის, რაც ხელს უწყობს იმ რეფორმებს, რომელიც დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში. პოლიციელის დემოტივაცია არ უნდა მოხდეს ისეთი ქმედებებით, რომელიც ვნახეთ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და უმსგავსობა, რაც ჩვენს კომპეტენციას სცდება. კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს და ვნახეთ, ძალიან მოკლე დროში როგორი მნიშნელოვანი ღონისძიებები გატარდა. ამ მიმართულებით პროგრესი დიდია, მაგრამ ამას ხელი ყველა სტრუქტურამ უნდა შეუწყოს. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ არის პრობლემა, როცა ადამიანები სასიკვდილოდ გაწირეს და გაუგებარი ქმედებები იყო, რომელიც შეიძლება ტრაგიკულად დასრულებულიყო. საზოგადოებრივი პროტესი სახეზეა და ეს პროტესი უსაფუძვლო არ არის", - განაცხადა დანელიამ.











 

big_banner
არქივი