logo_geo
კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა" გაკოტრებული პოლიტიკური პარტიაა!
- +

5 თებერვალი. 2018. 03:13



საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" მეტროსადგურ „ვარკეთილში" მომხდართან დაკავშირებით რიგგარეშე საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს. აღნიშნულ მოთხოვნას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.


„ერთია, გაღელვებდეს და გული შეგტკიოდეს დედაქალაქზე განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებზე და მეორეა, შენი ვიწრო გონებით მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებისკენ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან ვინც კონსტრუქციულია. ვისაც გული შესტკივა დედაქალაქზე და აქ მცხოვრებ ადამიანებზე, ყველასთვის კარი ღიაა, მაგრამ ამ ადამიანებს გარკვეული სატელევიზიო შოუების მოწყობა სურთ, თუმცა, აქაც ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უნიჭოები არიან, ესეც არ გამოსდით", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

 

 

big_banner
არქივი