logo_geo
„არ ვიცი, რომელმა ჭკუადმყოფელმა უნდა მოინდომოს თავდაცვის ინსტიტუტების დასუსტება“
- +

21 დეკემბერი. 2016. 21:13




„როდესაც ყოველდღე გვესმის ტერაქტები, ამ დროს არ ვიცი, რომელმა ჭკუადმყოფელმა უნდა მოინდომოს, რომ დასუსტდეს ქვეყნის თავდაცვის ინსტიტუტები",- ამის შსესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხდა.


როგორც ქანთარიამ „ქართულ აზრთან" საუბრისას აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას ეხება სპეცსამსახურებს დასუსტების საფრთხის წინაშე აყენებს.


„ქვეყნის სპეცსამსახურები დასუსტების საფრთხის წინაშე, რა თქმა უნდა, დგება. დღეს, მით უმეტეს, როდესაც მსოფლიო ტერორიზმითაა შემორტყმული და უსაფრთხო ფაქტიურად არცერთი ქვეყანა არ არის. როდესაც ყოველდღე გვესმის ტერაქტები, ამ დროს არ ვიცი, რომელმა ჭკუადმყოფელმა უნდა მოინდომოს, რომ დასუსტდეს ქვეყნის თავდაცვის ინსტიტუტები. პირიქით საჭიროა გაძლიერება",- განაცხადა ქანთარიამ. 


 

big_banner
არქივი