logo_geo
ირაკლი ბერაია: ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება დაუშვებელია
- +

21 დეკემბერი. 2016. 23:15


 

 

„მსოფლიოსა და რეგიონში მომეტებული საფრთხეების გავალისწინებით, აბსოლუტურად დაუშვებელია უსაფრთხოების სამსახურისთვის კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში უფლებამოსულებების შეზღუდვა", - ამის შესახებ "კვირას" საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ განუცხადა.


მისი თქმით, ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.


ბერაია აცხადებს, არ იზიარებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის მიხედვითაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას მოითხოვენ.


როგორც დეპუტატი აცხადებს, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებს კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში ანალოგიური უფლებამოსილება აქვთ, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს.


ბერაია ევროპასა და რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბევრმა ქვეყანამ გაატარა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები იმისთვის რომ უსაფრთხოების სამსახურებისთვის კიდევ უფრო გაეფართოვებინათ როგორც კონტრსადაზვერვო ასევე კონტრტერორისტული უფლებალოსილებები.


„კონტრსადაზვერვო საქმიანობა ზოგადად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში სპეციალური ღონისძიებების სისტემა როგორც ოპერატიული ღონისძიებების ასევე ოპერატიულ ტექნიკური ღონისძიებების. ეს მიმართულია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების ასევე პირთა ჯგუფების და ცალკეული პირების როგორც სადაზვერვო ასევე ტერორისტული საქმიანობის პირველ რიგში პრევენციისკენ და გამოვლენისკენ.კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურს ზუსტად ანალოგიური უფლებამოსილება აქვს რაც ჩვენს ქვეყანაში აქვს უსაფრთხოების სამსახურს. დღეს მსოფლიოში მომეტებული საფრთხეების ფონზე ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაატარა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები იმისთვის რომ უსაფრთხოების სამსახურებისთვის კიდევ უფრო გაეფართოვებინათ როგორც კონტრსადაზვერვო ასევე კონტრტერორისტული უფლებალოსილებები. დღეს როცა ჩვენი ქვეყნების 20% ოკუპირებული, რეგიონის სპეციფიკის და ზოგადად რეგიონში არსებული საფრთხეების გავალისწინებით აბსოლუტურად დაუშვებელია უსაფრთხოების სამსახურისთვის კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში უფლებამოსულებების შეზღუდვა და ამით ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება.

 

ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ასევე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ უსაფრთხოების სამსახურების გამართულ და ეფექტიან საქმიანობაზე და პირველ რიგში კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში თავისი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეს პირველ რიგში შედის როგორც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ზოგადად ჩვენი ქვეყის სიძლიერე და ჩვენი უსაფრთხოების გამართული ფუნქციონირება შედის ჩვენი პარტნიორების ინტერესებში", -განუცხადა „კვირას" ირაკლი ბერაიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი