logo_geo
„ასე ვთქვათ, ბალასტი ადამიანები აუცილებლად გათავისუფლდებიან თანამდებობებიდან”
- +

21 დეკემბერი. 2016. 23:36


 

 

„ადამიანები, რომლებიც ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან", - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა სამინისტროში კადრების შემცირება.


მღებრიშვილის თქმით, მის უწყებაში, ისევე როგორც სხვა სამინისტროებში, რესტრუქტურიზაცია დაიწყო.


„ვნახოთ, ჯერჯერობით ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან, თუკი ასეთები იქნებიან. ასევე გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც ვერ დაეწევიან განვითარების იმ ტემპს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ უკვე წელს", - განაცხადა მღებრიშვილმა.


 

big_banner
არქივი