logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი
- +

13 თებერვალი. 2018. 14:14


 

„მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი", - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ჩემი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იცით. ადამიანს, რომელსაც პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ჰქონდა 9-წლიანი დიქტატურა, ტოტალური კონტროლი და მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო, ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს. მე უბრალოდ არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ჰქონდეს. ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. თუ როგორ, რანაირად, ეს დროის ფაქტორია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის იმიჯი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ერთი ადამიანის ან ერთი პოლიტიკოსის ბედი", - განაცხადა სესიაშვილმა.











 

big_banner
არქივი