logo_geo
ლევან ჯაფარიძე: მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო მრავალშვილიანი დედების მიმართ...
- +

15 თებერვალი. 2018. 19:05



14 თებერვალს, ქ. თბილისის საკრებულოში მრავალშვილიან დედათა ორგანიზაციის „გენი ქართულის" მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა. გამომსვლელებმა ისაუბრეს მრავალშვილიანობის ხელშემშლელ და ხელშემწყობ მიმართულებებზე. აგრეთვე ორგანიზაციამ წარადგინა გასული წლის პროექტები და სამომავლო გეგმები.


თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მრავალშვილიანობა საქართველოს სიძლიერეა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობისკენაა მიმართული.

 

„მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო მრავალშვილიანი დედების მიმართ, ისინი უნდა იყვნენ დაფასებულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ, მოსახლეობასთან ერთად, ხელი უნდა შევუწყოთ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მხარი დავუჭიროთ მრავალშვილიან ოჯახებს, ვინაიდან მრავალშვილიანობა საქართველოს სიძლიერეა", - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.


 

big_banner
არქივი