logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი გაწეული საქმიანობისთვის მთავრობის წევრებს და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს მადლობას უხდის
- +

17 ნოემბერი. 2016. 14:39


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებს და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს მადლობას უხდის.


„მინდა, რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ ის გასული 4 წელი, რომელიც ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, ვაკეთეთ საქმე, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ამისთვის მინდა, ყველა თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ამასთან მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი გუნდიდან პირველი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო საქართველოში პოლიტიკის, ქვეყნის მართვის თვისობრივი ცვლილება და ნამდვილად მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანის სახელით. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს ირაკლი ღარიბაშვილს და ყველას, ვინც ჩვენს კაბინეტში, ჩვენთან ერთად აკეთებდა ჩვენი ქვეყნისთის მნიშვნელოვან საქმეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

big_banner
არქივი