logo_geo
ეკა ბესელია: არ მგონია, სააკაშვილის სასახლეზე უარის თქმა სახელმწიფო ინსტიტუტის შეურაცხყოფა იყოს
- +

21 თებერვალი. 2018. 11:22




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევა „ქართული ოცნების" საფირმო ნიშანია. ბესელიას თქმით, ეს მეტისმეტად უსამართლო და არასწორი შეფასებაა.

 

„არ მგონია, მიხეილ სააკაშვილის სასახლეზე უარის თქმა და უფრო მოკრძალებულ, შესაბამის შენობაში პრეზიდენტის ყოფნა სახელმწიფო ინსტიტუტის შეურაცხყოფა იყოს. არ ვფიქრობ, რომ თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი იმ შენობასთან არ იქნება გაიგივებული, ეს სახელმწიფო ინსტიტუტის თემას შეურაცხყოფს. თუ პრეზიდენტი ამ კატეგორიებით მსჯელობს, მაშინ გასაგებია, მაგრამ ჩვენი მხრიდან ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობა არც ერთ ეტაპზე არ გამოკვეთილა. საპრეზიდენტო საარჩევნო წელია და არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილის მხრიდან ყველა განცხადება, ყველა ნაბიჯი და ყველა ქმედება საარჩევნო ჭრილში იყოს განხილული", - განაცხადა ბესელიამ.


 

big_banner
არქივი