logo_geo
კახა კალაძე: მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება - საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის!
- +

27 თებერვალი. 2018. 02:33


 

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში, ბაზრობა „თერგის" ტერიტორიაზე ხანძარი უახლოეს ხანში იქნება ლოკალიზებული.


„მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ხანძარი უახლოეს ხანში იქნება ლოკალიზებული", - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ, რომელიც ადგილზე იმყოფება.


დედაქალაქის მერი ამ ეტაპზე ცეცხლის გაჩენის მიზეზზე ვერ საუბრობს. მისი თქმით, ხანძრის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.


ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგის" ტერიტორიაზე სავარაუდოდ, მეორადი ტანსაცმლის სექცია იწვის.


 

 

 

big_banner
არქივი