logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: ცეცხლი გვიჭირავს - სხვა შენობებზე გადასვლის საფრთხე ფაქტობრივად, არ არსებობს!
- +

27 თებერვალი. 2018. 02:52



„თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, ხანძარი ბაზრობა „თერგის" მესამე სართულზეა გავრცელებული", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის ლიკვიდაცია უახლოეს პერიოდში მოხდება.


„ცეცხლი გვიჭირავს. სხვა შენობებზე გადასვლის საფრთხე ფაქტობრივად, არ არსებობს.

 

რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ვერ გეტყვით. როდესაც მისი ლიკვიდაცია და შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდება, ამის შემდეგ შეიძლება კონკრეტული ციფრები გითხრათ.

 

ფაქტობრივად, ხანძარი ლოკალიზებულია. უახლოეს ხანში ლიკვიდაციას ველოდებით.

 

ახლა გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ზედმეტია. ჯერ ვერაფერს გეტყვით. დაშავებული არავინ არ არის.

 

სამსართულიანი შენობაა. სამივე სართულზე განთავსებულია სხვადასხვა საქონელი. არის ტანსაცმელიც, კვების პროდუქტებიც. მესამე სართულზეა ხანძარი მხოლოდ და მხოლოდ. დიზელის საწვავი იყო და მისი ლოკალიზება მოხდა", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.


ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგის" ტერიტორიაზე სავარაუდოდ, მეორადი ტანსაცმლის სექცია იწვის.


 

 

 

 

big_banner
არქივი