საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე იქნება.
აღნიშნულ ოლქში ჭიჭინაძის წარდგენის საკითხი „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა.
ხონსა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.