logo_geo
„არ გამოვრიცხავ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაბრუნებას“
- +

24 დეკემბერი. 2016. 03:33


 


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და რუსთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს შეეხო.


მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აღდგეს,


„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს რუსთსა და საქართველოს შორის, ის კონფლიქტის მერე დაწესდა. მინდა აღვნიშნო, ჩვენ არ ვართ დამნაშავე, ჩვენ არ დაგვიწყია საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში, მაგრამ საბოლოო ჯამში, უნდა ვიფიქროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. არ გამოვრიცხავ დაბრუნებას უვიზო რეჟიმისკენ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვფიქრობ, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს მმართველი სტრუქტურებიდან.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ნორმალური თანამშრომლობა სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ხაზით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, რათა უვიზო რეჟიმმა არ მიაყენოს ზიანი ჩვენს უსაფრთხოებას. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.


 

big_banner
არქივი