logo_geo
იან კელი: საქართველოს აშშ-ის კონგრესიდან ძალიან ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს!
- +

18 მარტი. 2018. 21:57


 

„საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან, მე როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი, ვიმედოვნებ, მხარდაჭერა გაგრძელდება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.


„პირველ რიგში გეტყვით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა ძალზედ წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში. მას ჰქონდა შეხვედრები კონგრესის წარმომადგენლებთან, ექსპერტთა საზოგადოებასთან და ასევე თეთრ სახლში უსაფრთხოების წარმომადგენელთან.

 

მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან. მე როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი, ვიმედოვნებ, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება",- განაცხადა იან კელიმ.



 

big_banner
არქივი