logo_geo
მიხეილ ჯანელიძე: უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა ტიპის დახმარებას გაუწევს საქართველო ალეპოს
- +

24 დეკემბერი. 2016. 21:15



საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა ტიპის დახმარებას გაუწევს საქართველო ალეპოს.

 

„ჩვენ ამ ეტაპზე ვათანხმებთ, თუ რა ფორმით და როგორ შეიძლება გავუწიოთ ეს დახმარება გაერო-ს მეშვეობით და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ტიპის დახმარებას გაუწევს საქართველო ალეპოს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


 

big_banner
არქივი