logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: მთელი გულით ვულოცავ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაულს
- +

25 დეკემბერი. 2016. 20:19


 

 

„მთელი გულით ვულოცავ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაულს, რომელიც სიკეთის, სამართლიანობის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოა",- ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვათ.



„ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ ერთმანეთთან გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა გვაკავშირებს. ჩვენ ვამაყობთ ამ დიდი მეგობრობით.

მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ებრაელ ხალხს",- განაცხადა კვირიკაშვილმა. 


 

big_banner
არქივი