logo_geo
თამარ ჩუგოშვილი: მთავრობაში არანაირი სერიოზული გადაადგილებები არ იქნება!
- +

29 მარტი. 2018. 22:26


 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ მთავრობაში სერიოზულ გადაადგილებებს ადგილი არ ექნება. როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, სამთავრობო ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.


„ზოგადად, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ჭორი მოვისმინეთ როგორც პრემიერის, ასევე სხვა მინისტრების თაობაზე. ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია საიდან ვრცელდება და საფუძველი რა არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მთავრობაში არანაირ სერიოზულ გადაადგილებებს ადგილი არ ექნება", - აცხადებს ჩუგოშვილი.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე თანამდებობას ტოვებს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტს რამდენიმე წყარომ პირად საუბრებში დაუდასტურა, ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.



 

big_banner
არქივი