logo_geo
ზაზა გაბუნია: გივი თარგამაძე პოლიტიკურ შანტაჟს უსუსურად ცდილობს!
- +

29 მარტი. 2018. 23:13



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს" წევრის გივი თარგამაძის ბრალდებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა სამინისტროს წინააღმდეგ.


„ეს არის პოლიტიკური შანტაჟი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რასაც უსუსურად ცდილობს გივი თარგამაძე.

 

ამ კამპანიაში მათ ჩართული ჰყავთ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის, პიარ-კონსულტანტები, რომლების გვარების ჩამოთვლას არ შევუდგებით, ეს ხალხი მიზანმიმართულად აგორებენ ამ ბინძურ ჭორებს სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ.

 

არავითარ დანაშაულსა და გადაცდომაზე თვალის დახუჭვა დღეს საქართველოში არ ხდება და მინდა, დავარწმუნო გივი თარგამაძე, რომ სამინისტროს თავის საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვაზე ექნება პასუხებიც, რომლის მიღება შესაძლებელია იმ ფორმატებში, რაც დადგენილია, დღევანდელ ბრიფინგს კი დისკრედიტაციისთვის გამიზნული კამპანიის ხასიათი ჰქონდა", - განაცხადა გაბუნიამ.


„ევროპული საქართველოს" წევრი გივი თარგამაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტს კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებს. როგორც გივი თარგამაძემ განაცხადა, კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ხელშია. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგებას ეხება.


 

big_banner
არქივი