logo_geo
რამზან კადიროვი: ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის, საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს
- +

31 მარტი. 2018. 16:01



ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის, საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს.


კადიროვის თქმით, საქართველოში მიმავალი გზა ერთ-ერთია იმ ოთხი პროექტიდან, რომელთა განხორციელებისთვისაც რესპუბლიკის ხელისუფლება მზად არის.


„საუბარია ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, გროზნოში აეროპორტის აღდგენის მეორე ეტაპის დასრულებაზე და ჩეჩნეთის შიდა საავტომობილო გზების მშენებლობის დასრულებაზე. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, შესაძლოა, საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობაზე განაცხადი გახდეს", - განაცხადა რამზან კადიროვმა.




 

big_banner
არქივი