logo_geo
ეკა ბესელია: სააკაშვილს საკანი ელოდება - სადაც განსხვავებით მისი პერიოდისგან ადამიანებს აღარ აწამებენ!
- +

3 აპრილი. 2018. 23:40

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ციხე ელოდება.

 

„სააკაშვილს საქართველოში მოსამართლის მიერ გაცემული დაპატიმრების ბრძანების შესაბამისად, რეფორმირებული პენიტენციური სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის საკანი ელოდება, სადაც განსხვავებით მისი პერიოდისგან ადამიანებს აღარ აწამებენ", - განაცხადა ბესელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი