logo_geo
როგორ გააკოტრა, დააქცია და გაყიდა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო!
- +

4 აპრილი. 2018. 01:24


 

„წადი ამერიკაში და რომელიმე უნივერსიტეტში იკითხე ლექციები, აცინე სტუდენტები, სანამ ან უკრაინის ან საქართველოს სასამართლოს არ ჩაუსვიხარ ციხეში, ან პუტინს არ შეუსრულებია შენთვის დანაპირები, - თავდაყირა ჩამოკიდების თაობაზე!", - ასე ეხმაურება პარტია „მემარცხენე ალიანსის" ლიდერი სოსო შატბერაშვილი „მარშალპრესთან" საუბარში საქართველოს ყოფილის პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. სოსო შატბერაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართავს:

 

„ეშველა საქართველოს! სააკაშვილმა ახალი გვირაბის თხრა დაიწყო, ახლა ალბათ ჰოლანდიიდან! ისე, პატივცემული მიშა ოდესიდან სოლოლაკამდე რომ თხრიდი გვირაბს, იმას ბედი ეწია საინტერესოა. გასაგებია რომ გული გეწვის ქართველი ხალხის გაჭირვებაზე, მაგრამ სახურავიდან რომ ხტებოდი უკრაინელი ხალხის ბედნიერებისთვის, იმ იდეას უღალატე თუ როგორ არის შენი საქმე? პოროშენკოს უპირებდი დამხობას, უკრაინელი ვარო ამაყად აცხადებდი, რა ხელი აიღე დიად მიზანზე, თუ პატრონებმა სხვა დავალება მოგცეს? ისე, ვინ იცის ვინაა შენი პატრონი და რამდენი გყავს... იქნებ გგონია შენი „საქმენი საგმირონი" ვინმეს დაავიწყდა?! შეგახსენო? - წვრილ და საშუალო ბიზნესს ვუშველიო შენ არ იყავი „ელიავას ბაზრობას" რომ ყიდდი „მეგალაინის" მეპატრონეზე და იქ მოვაჭრეებს ქუჩაში ერეკებოდი?! შენ არ უყენებდი ბაზარში წვრილ მოვაჭრეებს სალარო აპარატებს?! შენ არ დაანგრიე „დეზერტირების ბაზარი?!" შენ არ ხურავდი „ციგნების ბაზარს?!" შენ არ დაანგრიე ბიზნეს ობიექტები მეტრო „დელისთან"?! შენ არ წაართვი და დაუნგრიე რესტორნები და კაფეები ხალხს რიყეზე?! შენ არ წაართვი აბანოთუბანში მოქალაქეებს ბიზნესი?! შენ არ გააძევე "სონის" მაღაზია რუსთაველის პროსპექტიდან?! შენ არ მიუვარდი „ბადაგონს", ბიზნესი „ჩაუძირე" და ტონობით ღვინო დაუქციე?! „შირნჰოფერის" განადგურების მცდელობაც არ დაგვვიწყნია სხვათა შორის... შენ არ იყავი ერგნეთის ბაზრობა რომ დახურე და უკვე მოგვარებული ქართულ-ოსური კინფლიქტი რომ გააღვივე?! ახლა ბადრი პატარკაციშვილზე წართმეული მთაწმინდის პარკი?.. „იმედი"?.. ოქუაშვილისთვის წართმეული ბიზნესი და „იბერია ტვ"?.. ეს სია დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო... ბანკებს ამლაგმავი!!! იქნებ გამცე პასუხი ვისია ყველაზე მსხვილი ბანკები „საქართველოს ბანკი" და „ლიბერთი ბანკი" შენი ხომ არაა შემთხვევით?! ვინ იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ხომ არა, რომელიც შენთან ერთად ძარცვავდა ხაზინას?! ან ის 4 მილიარდი სად წავიდა აშშ - დან ომის მერე დახმარების სახით რომ შემოვიდა?! "სარდალ"კეზერაშვილს რომ თავდაცვის ბიუჯეტი აძარცვინე ეგ საქმე როგორ იყო?..

 

ჰო მართლა, შენ და უგულავამ 2006 წელს თბილისში ტრამვაი-ტროლეიბუსები რომ მოშალეთ და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე რომ დააყენეთ ქალაქი?!. პარკის ტერიტორიები კი გაყიდეთ, ბენდუქიძემ რომ ყველაფერი მიაყიდა უნივერსიტეტების ჩათვლით, სინდისის გარდა ესაც გახსოვს ალბათ... ივანიშვილი მოსკოვის დავალებას ასრულებსო? ამას შენ ამბობ? 250 ენერგო-ობიექტი მოსკოვს რომ გადაუფორმე? ოქროს საბადო კგბ-გენერალს გენერალოვს რომ აჩუქე? გაგახსენო შენი 2003 წლის დაპირება „დავიბრუნოთ ჩვენი ანაბრები!"... რა წარმატებით შეასრულეთ შენ და ვანიჩქა ჩხარტიშვილმა... ხალხი წამლებს ვერ ყიდულობსო, გაგახსენებ რომ შენი საარჩევნო კამპანიის ყველაზე დიდი დამფინასებლები „ავერსი" და „პსპ" იყვნენ, რომლებსაც წილში ეჯექი! რაც შეეხება მასწავლებლებს, შენი "წყალობით" 100-ზე მეტი სკოლა და უამრავი საბავშვო ბაღი დაიხურა, მრავალი ბიბლიოთეკა განადგურდა და შენობები კაზინოებზე, ჩინურ სამასაჟოებზე, სახინკლეებზე, სახაშეებზე, ღამის კლუბებზე და საროსკიპოებზე გაიყიდა, აი, ასე ზრუნავდი შენ პედაგოგებზე... რაც შეეხება პოლიციელებს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ამას შენც აღიარებდი, რომ შსს ტექნიკურად მთლიანად ბიძინა ივანიშვილმა აღჭურვა, შენ კი ფულს პოლიციელების ხელფასზე კი არა, საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობაზე ხარჯავდი რაშიც ნახევარი მილიარდი დოლარი „მიაფშვენი"... და ბოლოს... მუზეუმიდან ფიროსმანის ნახატის მისაკუთრებაც მოისურვე, რისი უფლებაც ჩვენ არ მოგეცით! რაც შეეხება ქართველების ქვეყნიდან გადინებას, ეს უზარმაზარი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის და თუ რაიმე პრეტენზია მაქვს „ქართულ ოცნებასთან" ყველაზე მთავარი სწორედ ესაა, მაგრამ დღეს ყველას შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში, ასევე განიხილება რამდენიმე ქვეყნის მიერ სამუშაო ვიზების გაცემის საკითხი. რა ხდებოდა შენ დროს?- საკონსულოებში ჰყვაოდა კორუფცია, სადაც ვიზის მიღებაში ჩვენი მოქალაქეები 5-10-20 ათას დოლარსაც კი იხდიდნენ. ასე რომ პატივცემულო მიხეილ, დაეტიე იქ სადაც ხარ, შენ აქ არავინ არ გელოდება და გირჩევ, ის გააკეთო, რაც შენმა ძველმა პატრონმა და აღმზრდელმა მილიარდერმა კირკორიანმა გირჩია.. წადი ამერიკაში და რომელიმე უნივერსიტეტში იკითხე ლექციები, აცინე სტუდენტები, სანამ ან უკრაინის ან საქართველოს სასამართლოს არ ჩაუსვიხარ ციხეში, ან პუტინს არ შეუსრულებია შენთვის დანაპირები, - თავდაყირა ჩამოკიდების თაობაზე!!!", - მიმართავს შატბერაშვილი სააკაშვილს.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი