logo_geo
ეკა ბესელია: ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი იყო...
- +

4 აპრილი. 2018. 21:38

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ირწმუნება, რომ მისთვის გედევან ფოფხაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

 

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, მისთვის ამ თემაზე საუბარი მარტივი არ არის, რადგან გედევან ფოფხაძესთან საუბარი ვერ მოახერხა.

 

„ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან კენჭისყრის შემდეგ, ფოფხაძემ დარბაზი სწრაფად დატოვა და მისი პოზიციის შესახებ არ ვიცოდი. მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება მაფიქრებინებს, რომ მისთვის გადაწყვეტილების მიღება ემოციურად რთული იყო, მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად უნდა გაანალიზოს და ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ“, – აცხადებს ბესელია.

 

დეპუტატი ფოფხაძის პოლიტიკურ წარსულზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ „გედი განსაკუთრებული მორალური ღირებულებების მქონე ადამიანია. ასეთი ადამიანი ცოტაა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში. ასეთი ფასეულობების მქონე ადამიანი იშვიათია. პირველივე დღიდან არის არა მხოლოდ „ქართული ოცნების” დამფუძნებელი, არამედ ამ გუნდის გამორჩეული ლიდერი. მგონია, რომ საკუთარ პოზიციას გადახედავს, რადგან შედეგები ვნახეთ, რომ ნინია კაკაბაძეს მხარი უმრავლესობის უმრავლესობამ არ დაუჭირა. უმრავლესობას გადაწყვეტილება უმრავლესობით არ მიუღია, თუ არ ვცდები, კენჭისყრაში უმრავლესობის 39 წევრი მონაწილეობდა, რაც უმრავლესობა არ არის. გედი ჩემი მეგობარია და ჩემი მეგობარი იქნება ხვალაც, მაგრამ ახლა პოლიტიკურ პროცესზე ვსაუბრობთ“.

big_banner
არქივი