logo_geo
ზაზა პაპუაშვილი: ადამიანები ოჯახებს ტოვებენ და უმრავლესობის დატოვება რაღა არის!
- +

5 აპრილი. 2018. 00:42

 

 

 

„თუ რამე დაემუქრება ჩემს ხედვებს, ჩემს ფასეულობებს, ადამიანები ოჯახებს ტოვებენ და უმრავლესობის დატოვება რაღა არის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პირველ არხს განუცხადა.

 

„თუ რამე დაემუქრება ჩემს ხედვებს, ჩემს ფასეულობებს, რა ვიცი, ადამიანები ოჯახებს ტოვებენ და უმრავლესობის დატოვება რაღა არის. ამას სჭირდება არგუმენტირებული მსჯელობა, ასე ამის თქმა არ შეიძლება. დაუფიქრებლად ამას ვერ ვიტყვი. არგუმენტი თუ მექნება და ამას მე თვითონ ჩემს თავთან გადავწყვეტ, მაშინ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე, ასე არ არის. ჩემი ადგილი არის და ჩემნაირების ადგილი კიდევ არის და უნდა იყოს იქ. ზოგიერთებისნაირი ადამიანების ადგილი მანდ არ არის“ , – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

 

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას, პაპუაშვილი ამბობს, რომ ის ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით გედევან ფოფხაძის შეხედულებებს იზიარებს.

 

„გედი ჩემი მეგობარია, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, ის არის ადამიანი თავისი განათლებით, ინტელექტით, ქვეყნის სიყვარულით, ფასეულობებით, რომელიც ნებისმიერი მოწვევის პარლამენტს დაამშვენებს. ვფიქრობ, ასეთი ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული მთავრობაც და პარლამენტიც. ვფიქრობ, მეტი გაფრთხილება და ყურადღებაა საჭირო ასეთი ადამიანების მიმართ.

 

დღევანდელ სხდომაზე არ ვყოფილვარ, თუმცა ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით მეც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი, რაც გედიმ მიიღო – მე მას ხმას არ მივცემდი, ისევე როგორც თავის დროზე სახალხო დამცველის კანდიდატურას არ მივეცი ხმა.

 

ეს არ არის პირადი ახირებები, ეს არის ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება, მათი ნამოქმედარი მათი ჩადენილი საქციელი, მათი გამოთქმები, აზრები, ფასეულობები, თუ ამის მიხედვით შევარჩევთ. მე არ მოვსულვარ უმრავლესობაში იმის გამო რომ ამათ ვაძლიო ხმა“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი