logo_geo
გიორგი ვოლსკი: სუს-ი ჩვენი მოქალაქის ღირსებას არ ემუქრება
- +

26 დეკემბერი. 2016. 22:20



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ე.წ. მოსმენების შესახებ არასამთავრობო სექტორის ინიციატივას გამოეხმაურა. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია მთავარ ამოცანად აქვს გახდილი.


„ცალსახად ამის გაკეთება არ შეიძლება, უამრავი გამოწვევა არის და სუს-ი არ ემუქრება ჩვენი მოქალაქის ღირსებას, პატივს და მის თავისუფლებებს, ანუ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია ზოგიერთს მთავარ ამოცანად გაუხდია და მეორე რიგში აქვს დაყენებული ქვეყნის უსაფრთხოება. მე ვფიქრობ, უნდა იყოს დაბალანსებული ადამიანის უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოება და ორივე მათგანი ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. ასეთი კანონი იქნება მიღებული", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

big_banner
არქივი