logo_geo
დავით ჭიჭინაძე: პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენი უფროსი არაა!
- +

10 აპრილი. 2018. 22:21

 

 

„პარლამენტის თავმჯდომარე, მე მგონი, არ არის ჩვენი უფროსი. ის არის ჩვენ მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

 

„ჩემთვის ძალიან მიუღებელი გახდა მისი ბოლოდროინდელი განცხადებები. თუნდაც, იგივე ჩვენს კოლეგაზე, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს. გედი ფოფხაძეს საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის “ქართულ ოცნებაში” და ამიტომ ვამბობ. იმ ადამიანებმა, ვინც გედი ფოფხაძის მიმართ რაღაცა ბრალდებებს ასახელებენ – ჯობია პირში წყალი გამოივლონ” – განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

 

big_banner
არქივი