logo_geo
ალექსანდრე ქანთარია „გასარიცხ სიაზე“ და მმართველ გუნდში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
- +

11 აპრილი. 2018. 13:09

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უმრავლესობის წევრების ე.წ. გასარიცხ სიაზე ისაუბრა.

 

კითხვაზე, ვისი გარიცხვის საკითხი დგას დღეს, ქანთარია ამბობს, რომ ესენი არიან: გივი ჭიჭინაძე, გიორგი პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ეკა ბესელია, გედი ფოფხაძე და თავად, ქანთარია.

 

„ჭიჭინაძე ალბათ უნდა იყოს, გუშინდელი გამოსვლების შემდეგ, პაპუაშვილიც უნდა იყოს ამ სიაში, ბექაც არის ნაცვლიშვილი, ეკა ბესელიაც და თავისთავად, გედი ფოფხაძე. თუ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ აი, ჩვენ ეს ხალხი უნდა გავრიცხოთ, ეს იქნება შთამბეჭდავი“, – აღნიშნა ქანთარიამ.

 

ქანთარია მიიჩნევს, რომ გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ, პარტიაში არსებული პრობლემები გააშიშვლა.

 

 

 

big_banner
არქივი