logo_geo
მაია ცქიტიშვილი: უმრავლესობის ერთიანობას არაფერი არ ემუქრება!
- +

14 აპრილი. 2018. 00:41

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში ბევრი ადამიანი შედის, სადაც შეიძლება ყველა ერთ აზრზე არ იყოს, თუმცა უმრავლესობის ერთიანობას არაფერი ემუქრება.

 

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა - მთავრობას, პარლამენტს და მმართველ გუნდს. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, მმართველ გუნდში და უმრავლესობაში ძალიან ბევრი ადამიანი შედის და ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი პოზიციის გამოხატვის სრული თავისუფლება და შესაბამისად, ეს არის ის პროცესი, სადაც ჩვენ ყველანი ერთ აზრზე შეიძლება არ ვიყოთ. უმრავლესობის ერთიანობას არაფერი არ ემუქრება და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დასახული გეგმის შესასრულებლად”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი