logo_geo
გიგა ბოკერია: სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდი სამარცხვინოდ იქცევა
- +

27 დეკემბერი. 2016. 18:51


 



„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალიტებთან საუბარში განაცხადა, რომ დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის" ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ყველა სიტყვას აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიჩნევს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდი სამარცხვინოდ იქცევა.



„მძიმეა ეს ვითარება, ჩვენ ვხვდებით ჩვენს რიგით წევრებს და გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს. ვიმსჯელებთ, რა შეიძლება, გავაკეთოთ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლისათვის, მაგრამ ვშიშობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს ხელში არ არის ეს გასაღები, გასაღები არის ერთი ადამიანის ხელში, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი, რომელიც ამ სიბინძურეს, ამ ტალახს ისვრის და ასე სამარცხვინოდ იქცევა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 




 

big_banner
არქივი