logo_geo
გიორგი ვოლსკი: გიორგი აბაშიშვილის განცხადება ისტერიულია, არც ხუმრობაა და არც სერიოზული ანალიზი
- +

18 აპრილი. 2018. 13:23

 

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადება შეაფასა. როგორც ვოლსკიმ განაცხადა, აბაშიშვილის განცხადება შექმნილი ვითარების ადეკვატური არ არის.

 

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილს არაფერს ვუპასუხებდი, რადგან მისი განცხადება რაღაც ისტერიულია, არც ხუმრობას და არც სერიოზული კაცის ნათქვამს არ ჰგავს.

 

ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი კითხვა დაისვას ამ საკითხებზე. ეს არც ხუმრობაა, არც სერიოზული ანალიზია და არაადეკვატურია შექმნილი ვითარების“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დეპუტატების მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით.   მისივე თქმით, უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება.

 

 

big_banner
არქივი