logo_geo
ვახტანგ გომელაური: ჩვენს საქმიანობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას
- +

18 აპრილი. 2018. 14:09

 

 

 

„ჩვენს საქმიანობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. სამსახური ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სტრუქტურებთან კოორდინაციის პარალელურად, აქტიურადაა ჩართული პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობაში“, -  ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სამსახურის 2018 წლის ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

 

„აღსანიშნავია ევროპის და ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში. 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, გასული წლის განმავლობაში გაფორმდა 4 საერთაშორისო შეთანხმება, მათ შორის, „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ“.

 

სისტემატურად მიმდინარეობს საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების ატაშეებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაცვლა და მათ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სემინარებზე სამსახურის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

 

big_banner
არქივი