logo_geo
„ნაციონალების“ დავა სასამართლოში გადაინაცვლებს? - დავით დარჩიაშვილის განცხადება
- +

28 დეკემბერი. 2016. 12:41




„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხზე დავა სასამართლოში გაგრძელდეს. ამის შესახებ დარჩიაშვილი „ინტერპრესნიუსს" ესაუბრა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ საქმე სასამართლომდე არ მივა და პროცესი სამართლებრივი დავის გარეშე დარეგულირდება.


სუბარია მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული ფლანგის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური. პარტიის ეს ნაწილი კითხვის ქვეშ თავად ყრილობის საორგანიზაციო კომისიის მუშაობის ლეგიტიმურობას აყენებს და განმარტავს, რომ მისი ლეგიტიმაცია პოლიტსაბჭოს მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ კომისიის ლეგიტიმაციაზე მსჯელობას აღნიშნული ჯგუფი გუშინდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე აპირებდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან აფელირებული ჯგუფის არ მისვლის გამო, პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალა.


„მე არაფერს გამოვრიცხავ. აზრთა სხვადასხვაობა განხეთქილებაში გადაიზარდა... მე არ ვისურვებდი, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს და მოვნახავდი რაიმე სხვა გზას, თუმცა მე არ ვწყვეტ. ათეულოებით ადამიანი, რომელთა უკან თავთავიანთი მხარდამჭერები არიან, რა შეთანხმებამდე მივლენ თუ რა გზებამდე, მე ვერ გეტყვით. ჩემთვის არ იქნება ყრილობა ლეგიტიმური. თუ ყრილობა იკრიბება წესების დარღვევით, ბუნებრივია, ეს არალეგიტიმურია", - განაცხადა დარჩიაშვილმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი