logo_geo
აკაკი ბობოხიძე: ვინც თვლის, რომ მიშას გარეშე ნულია...
- +

28 დეკემბერი. 2016. 15:58


 

„პოლიტიკა არ იწყება ჩვენით, პოლიტიკა არ მთავრდება ჩვენით", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემაში „360 გრადუსი" საუბრისას განაცხადა.


ბობოხიძის თქმით, „საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაწყებულია საუკუნეების წინ, გრძელდება ჩვენს დროს, გაგრძელდება ჩვენს მერეც და არ არის დამოკიდებული ერთ კაცზე". აღნიშნული განცხადება ბობოხიძემ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გააკეთა.


„ამ ერთ კაცს აქვს დიდი წვლილი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მაგრამ არ შეიძლება თქვა, რომ მხოლოდ ის არის და პარტიის დანარჩენი წევრები ნულია მის გარეშე.

 

ვინც თვლის, რომ მიშას გარეშე ნულია, დარჩებით მიშასთან. ვინც ვთვლით, რომ მიშას გარეშე არსებობის უფლება გვაქვს, მივხედავთ საქმეს", - განაცხადა ბობოხიძემ.

 

 


 

big_banner
არქივი