logo_geo
გუგული მაღრაძე: ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი წარმატების მომტანი იქნება პარტიისთვის
- +

26 აპრილი. 2018. 20:16

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი, გამოცდილება და გონება პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმატებას მოუტანს.

 

„დადებითად ვაფასებ ამ ინიციატივას. ახლა ახალი გამოწვევებია პარტიის წინაშე. ბატონი ბიძინას ავტორიტეტი, გამოცდილება, ჭკუა და გონება იქნება წარმატებული პარტიისთვის. ეს არის ძალიან ბუნებრივი. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო პარტიის დამფუძნებელი და რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის პროცესში“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ პირველ არხთან საუბრისას.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევით დასრულდება იმაზე საუბარი, რომ ქვეყანას არაფორმალური მმართველი ჰყავს.

 

„ადამიანს ექნება ოფიციალური პოზიცია. ეს წაადგება პარტიას და ქვეყანას. ეს არის ახალი ეტაპი. ახალი ეტაპის და ახალი გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული დადებითი ნაბიჯი. მე ბატონ ბიძინას დავუჭერ მხარს ნებისმიერ თანამდებობაზე. ასევე დავუჭერდი მხარს, თუ ის ჩვეულებრივ მოქალაქედ დარჩებოდა. მისი როლი და ავტორიტეტი მანამდე, ვიდრე ეს თაობები ვართ, ყოველთვის ძალიან მაღალი იქნება“, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

 

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

 

„ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი