logo_geo
გოგა ხაინდრავა: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სერიოზულ გეგმებთან არის დაკავშირებული
- +

30 აპრილი. 2018. 19:55

 

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან“ საუბარში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება შეაფასა.

 

„ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია. იგი არის ავტორი იმ დიდი ქართული წარმატების, სახელმწიფოს განვითარებაში გარდატეხისა და გამარჯვების, რომლის მოწმენიც ვიყავით 2012 წელს. ვფიქრობ, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ის იღებს და ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს კიდებს, ძალიან კარგად გააზრებულია. ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდები ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან სერიოზულ გეგმებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს იქნება ქართული სახელმწიფოს ძალიან სერიოზული სვლა საერთაშორისო ასპარეზზე, რომლის კონტურები და გეზი იმთავითვე იყო არჩეული და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ამის ინტენსივობა არის ძალიან მაღალი.

 

გარდა ამისა, მე ცოტა მეგულება ადამიანი, ვინც ასე კარგად ერკვევა ეკონომიკურ საკითხებში და შესაძლებლობებში იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი გზებით ვითარდებოდეს და ვფიქრობ, საერთო ძალისხმევა, მისი როლი, ცოდნა და გამოცდილება ამაში ძალიან დაეხმარება „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი