logo_geo
გიორგი გაჩეჩილაძე პრეზიდენტს: შეგიძლიათ, წახვიდეთ პენსიაზე და დაუბრუნდეთ თქვენს წინა მოღვაწეობას
- +

2 მაისი. 2018. 17:58

 

პარლამენტის ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გაიზიარებდნენ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოს და 2020 წელს დატოვებდნენ სუფთა პროპორციულ სისტემას ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე, ეს თავისთავად გულისხმობდა პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ან ორი პარტია შეძლებდა პარლამენტის დაკომპლექტებას.

 

„ვინ იყო ეს მეორე პარტია, რომელიც დაინტერესებული იყო ამ სქემით. ერთადერთი პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობდა და ცდილობს ყოველთვის, რომ იყოს ერთადერთი ალტერნატივა, ის სქემა, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა, სწორედ ამას გულისხმობდა. ამ სქემით დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი მოკვდებოდა საქართველოში და „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩებოდა როგორც ალტერნატივა პოლიტიკურ სისტემაში“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 

დეპუტატის განცხადებით, პარლამენტში არსებულმა უმრავლესობამ პრობლემები დაძლია და შეინარჩუნა საქართველოს უსაფრთხოების სისტემა.

 

„ეს რას გამოიწვევდა პერსპექტივაში, ალბათ ყველასთვის გასაგებია. სამწუხაროა ეს ამბავი, მაგრამ საბედნიეროდ პარლამენტში არსებულმა უმრავლესობამ პრობლემები დაძლია, შეინარჩუნა საქართველოს უსაფრთხოების სისტემა და უნდა გითხრათ, რომ მადლობა გაქვთ მოსახდელი უმრავლესობისათვის, რომ არ მოგცათ საშუალება ასეთი რამ გაგეკეთებინათ, რადგან იცით წარსული პრეზიდენტების ბედი საქართველოში. როდესაც აქ დესტაბილიზაცია ან რაღაც უბედურება დატრიალდებოდა თქვენი ვეტოების გამო, მერე ალბათ საზოგადოება ამას პირველ რიგში თქვენ მოგკითხავდათ, ახლა კიდევ თავისუფლად შეგიძლიათ კმაყოფილმა დაამთავროთ თქვენი საპრეზიდენტო ვადა, წახვიდეთ პენსიაზე და დაუბრუნდეთ თქვენს წინა მოღვაწეობას“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი