logo_geo
ირაკლი შიხიაშვილი: ესენი არიან ანტისახელმწიფოებრივი ძალები!
- +

5 მაისი. 2018. 04:30

 

„ოპოზიციას არასდროს ვუწოდებ - ოპოზიციას! ისინი არიან ქვეყნისთვის პოლიტიკურად დანაშაულებრივი ორგანიზაციები!“ - ამის შესახებ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის (GARA) დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შიხიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთა („ევროპული საქართველო“) ანტისახელმწიფოებრივი ძალებს წარმოადგენენ“.

 

„ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, ქვეყნის ავტორიტეტის, სახელის გაშავებას მსოფლიო ასპარეზზე. საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ... ესენი არიან ანტისახელმწიფოებრივი ძალები - „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთას ვგულისხმობ“, - განაცხადა შიხიაშვილმა.  

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი