logo_geo
ირაკლი შიხიაშვილი: ვინც ბიძინა ივანიშვილზე ასე არ ფიქრობს, ის ნორმალური არაა!
- +

5 მაისი. 2018. 04:16

 

„პარტნიორი ქვეყნის, როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია, რომელიც არ ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე, - ქვეყნის აღმშენებლობაზე, წარმატებულობაზე, იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება! დარწმუნებული ვარ, ამან გამოიწვია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში“ , - მის შესახებ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის (GARA) დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შიხიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დღეს, სტაბილურობის ერთადერთი საყრდენია.

 

„ივანიშვილი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მუდმივად ატარებდა, როგორც მის მიერ შექმნილი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელი. ის ცდილობდა, რომ ეს პროცესები მისგან დამოუკიდებლად განვითარებულიყო და „ქართულ ოცნებას“ სიმწიფე გასჩენოდა, გამოწვევებზე სწორად ემოქმედა, მაგრამ თავი ვერ გაართვეს. როდესაც თანაგუნდელები ჩხუბობენ და ეს გამოდის სააშკარაოზე და ხდება დაცინვის, ქილიკის საგანი - ორივე მხარე  დამნაშავეა... პასუხისმგებლობა ორივეს ეკისრება! რატომ აქვს ბიძინა ივანიშვილს ვალდებულება, რომ ყველას მაგივრად მან  იტკინოს, დახარჯოს, ინერვიულოს და იმოქმედოს?! ეს არ მესმის! არადა, ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაგვაჩნდეს და ამ კაცს არ უნდა ავკიდოთ  ტვირთად ყველაფერი...  ყველას აქვს ერთი რამის იმედი - თუ გაგვიჭირდა, გვიშველის ბიძინა... თუ თავი რამეს ვერ გავართვით - გვიშველის ბიძინა... და რატომ მხოლოდ ბიძინა? ჩვენ რატომ არაფერს ვაკეთებთ?!... ანტისახელმწიფოებრივი ძალა,  „ნაციონალური მოძრაობა“, ცდილობს, ფონი შექმნას, რომ ბიძინა ივანიშვილის მარგინალიზაცია მუდმივად მიმდინარეობდეს, რადგან ის დღეს სტაბილურობის საყრდენია... დიახ, სტაბილურობის საყრდენია და ვინმე თუ იტყვის, რომ ეს ასე არ არის, ის ნორმალურად არ მიმაჩნია!“ , - განაცხადა „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოში წარმომადგენლობის (GARA) დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი